თავდაცვის სამინისტრო

თავდაცვის სამინისტრომ ჯარისკაცის დაღუპვასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, გორის სამხედრო ნაწილში ჯარისკაცის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

,,თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს რიგითი კობა შალვას ძე მახარაშვილის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს. მომხდართან დაკავშირებით, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, რომელსაც სამხედრო პოლიცია იძიებს. გამოძიების დასრულების შემდეგ საქმის დეტალები საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება. თავდაცვის სამინისტრო დაფარავს დაკრძალვის ხარჯებს და მატერიალურად დაეხმარება გარდაცვლილის ოჯახს"-ნათქვამია განცხადებაში.

19 წლის ჯა­რის­კა­ცი, კობა მახარაშვილი, გო­რის სამ­ხედ­რო ნა­წილ­ში, ცეც­ხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან გას­რო­ლით გარდაიცვალა. შემთხვევა 11 ივლისს მოხდა. სა­უ­ბა­რია რო­გორც თვით­მკვლე­ლო­ბის ასე­ვე მკვლე­ლო­ბის ვერ­სი­ებ­ზე.

გარ­დაც­ვლი­ლი ჯა­რის­კა­ცი გო­რი­დან გურ­ჯა­ა­ნის რა­ი­ონ­ში დღეს გა­ა­დას­ვე­ნეს. 

კომენტარები