კონგო

კონგოს მეამბოხეთა ყოფილ ლიდერს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ჰააგას საერთაშორისო კრიმინალურმა სასამართლომ კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის მეამბოხეთა დაჯგუფების ყოფილ ლიდერს ტომას ლუბანგას 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ლუბანგა მცირეწლოვანთათვის ფიზიკური სამუშაოს ორგანიზებაში ცნეს დამნაშავედ. მას აგრეთვე, ბრალად ედება სხვადასხვა სამხედრო ქმედებებში ბავშვების ჯარისკაცებად გამოყენება. კონგოს რესპუბლიკის მემბოხეთა ყოფილ ლიდერს პატიმრობა ქვეყნის სამხრეთ ნაწილში 2000-იანი წლების დასაწყისში მომხდარი სამოქალაქო ომის პერიოდში ჩადენილი სხვადასხვა დანაშაულის გამო შეუფარდეს.

კონგოში ხუთი წლის განმავლობაში მიმდინარე სამოქალაქო ომის განმავლობაში დაახლოებით 60 ათასი ადამიანი დაიღუპა.

ტომას ლუბანგა პირველი ადამინია, ვინც 10 წლის წინ შექმნილი საერთაშორისო კრიმინალური სასამართლოს მიერ იქნა გასამართლებული. აღნიშნული სასამართლოს კომპეტენციაში შედის იმ პირების გასამართლება და დასჯა, რომლებსაც ბრალი ედებათ გენოციდში, სამხედრო დანაშაულებებში და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში.

 

კომენტარები