ტენისი

74 წლის შემდეგ ბრიტანელი უიმბლდონის ფინალშია

გუშინ საღამოს, უიმბლდონის საჩოგბურთო გათამაშებაში მსოფლიოს მეოთხე ჩოგანმა შოტლანდიელმა ენდი მარეიმ ფრანგ ჟო-უილფრიდ ცონგას (მეხუთე ჩოგანს) 4 სეტში მოუგო და ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. დაპირისპირება ორ საათსა და 47 წუთს გაგრძელდა და ანგარიშით 6:3, 6:4, 3:6, 7:5 დასრულდა.

ფინალში ენდი მარეი შვეიცარიელ როჯერ ფედერერს დაუპირისპირდება.  

აღსანიშნავია, ის გარემოება, რომ ბოლო 74 წლის განმავლობაში უიმბლდონის ფინალში პირველად იასპარეზებს ბრიტანელი. ფრედ პერი იყო უკანასკნელი ბრიტანელი, რომელმაც 1936 წელს უიმბლდონის ფინალი მოიგო.

კომენტარები