მხატვრობა

მოპარული სალვადორ დალის ნახატი გალერეას დაუბრუნეს

სალვადორ დალის ნახატი, რომელიც გასულ კვირას ნიუ-იორკის გალერიიდან მოიპარეს, ფოსტის საშუალებით უკან დააბრუნეს.

გალერეა Venus Over Manhattan -ის მფლობელებმა ნახატი ექსპრეს-ფოსტით მიიღეს. ამანათი ევროპიდან იყო გამოგზავნილი, მითითებული მისამართი ფიქტიური აღმოჩნდა. ამანათის მიღებამდე ცოტა ხნით ადრე, გალერიის მეპატრონეებს ელექტრონული ფოსტით შეატყობინეს, რომ ნახატს აბრუნებდნენ.

როგორც იუწყებიან, ნახატი კარგ მდგომარეობაშია და დაზიანებები არ აღენიშნება.  

სალვადორ დალის ნამუშევარი - აკვარელი ,,Cartel des Don Juan Tenorio’ 1949 წლით არის დათარიღებული და მისი ღირებულება 150 ათას დოლარს შეადგენს. 

კომენტარები