ვინსენტ ოსტრომი

ვინსენტ ოსტრომი გარდაიცვალა

პარასკევს, 29 ივნისს 92 წლის ასაკში გარდაიცვალა დემოკრატიული მმართველობის ცნობილი ამერიკელი ექსპერტი ვინსენტ ოსტრომი. გარდაცვალების მიზეზად კიბოსთან დაკავშირებული სირთულეები დასახელდა.

მან კარიერა ადგილობრივი და ფედერალური მთავრობების კონსულტანტობით დაიწყო. დღეისთვის კი ის მსოფლიოში პოლიტიკური ეკონომიკის ცნობილი თეორეტიკოსი და ინდიანას უნივერსიტეტის ბლუმინგტონის კოლეჯის ემირიტუსი გახლდათ.

მეუღლესა და კოლეგასთან ელინორ ოსტრომთან ერთად მან 1973 წელს დააარსა პოლიტიკური თეორიისა და სტრატეგიული ანალიზის კვლევითი ცენტრი, რომელსაც 2003 წლამდე ხელმძღვანელობდა. 2012 წლის დასაწყისში ამ ცენტრს ვინსენტ ოსტრომის სახელი ეწოდა.

ვინსენტ ოსტრომის ყველაზე ცნობილი წიგნებია „ ინტელექტუალური კრიზისი ამერიკის საჯარო ადმინისტრაციებში“ (The Intellectual Crisis in American Public Administration) „დემოკრატიის მნიშვნელობა ნაერთ რესპუბლიკებში„ ("The Meaning of Democracy and the Vulnerability of Democracies."). ოსტრომის ნაშრომები აღიარებულია როგორც ბოლო საუკუნის ყველაზე გავლენიანი წიგნები საჯარო ადმინისტრაციების შესახებ.

კომენტარები