მამუკა ჯიბლაძე

მამუკა ჯიბლაძე სახლში დაბრუნდა

გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი თანამშრომელი მამუკა ჯიბლაძე, რომელიც დაკარგულად ითვლებოდა, დღეს დილით სახლში დაბრუნდა. ამ ინფორმაციას ჯიბლაძის მეგობრები და დედა ადასტურებენ.

ცნობილი არ არის სად იმყოფებოდა იგი ბოლო დღეების განმავლობაში, ოჯახის წევრების განმარტებით, მათ მამუკა ჯიბლაძისთვის ,,ეს არ უკითხავთ.’’

გუშინ შსს-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მამუკა ჯიბლაძე ვიდეოკამერებმა სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე დააფიქსირეს.

გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი თანამშრომელი 11 ივნისს გავიდა სახლიდან, რის შემდეგაც აღარ გამოჩენილა. მისმა ოჯახის წევრებმა დახმარებისთვის სამართალდამცველებს მიმართეს.  

შსს-ს მიერ დაკარგულის ძებნაზე მუშაობა ამ დრომდე გრძელდებოდა.

კომენტარები