Sigur Rós

The Valtari - იდუმალი კინოექსპერიმენტი

ინტერნეტში, ცნობილი ისლანდიური ბენდის,  Sigur Rós ახალი ვიდეოკლიპი გამოჩნდა. Fjögur piano(ოთხი პიანინო) ასე ქვია სიმღერას, რომლის კლიპიც რეჟისორმა, ალმა ჰარ’ელიმ გადაიღო. მოკლემეტრაჟიან ფილმში მთავარ როლს ამერიკელი მსახიობი შია ლებეფი ასრულებს. 

 Valtari ბენდის რიგით მეექვსე სტუდიური ალბომია. ახალი კომპოზიციების შექმნასთან ერთად Sigur Rós-ის წევრებს არტ იდეა დაებადათ -  სხვადასხვა რეჟისორის მისცეს მცირე თანხა, რათა მათ ალბომიდან, რომელიმე ტრეკზე ვიდეო გადაეღოთ. ისეთი როგორიც მათ სურდა და რომელიც სიმღერის მიმართ მათ ემოციებს გამოხატავდა. ”The Valtari იდუმალი კინოექსპერიმენტი” ალბომის გამოსვლასთან ერთად დაიწყო და მის ფარგლებში, ამ კლიპის ჩათვლით, სამი ნამუშევარი გამოვიდა.

 შემდეგი ვიდეო 2 ივლისს გამოვა პროექტი კი 19 ნოემბერს, ბოლო, მეთოთხმეტე მოკლემეტრაჟიანი ფილმით დასრულდება. პროექტის  ყველა ვიდეოს ხილვა, ბენდის  ოფიციალურ საიტზე  შეგიძლიათ. 

 

 

კომენტარები