განათლების სისტემა

თბილისის სკოლების წარმატებული მოსწავლეები კომპიუტერებით დასაჩუქრდნენ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ და განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა თბილისის საჯარო სკოლების 150 მეათეკლასელს პერსონალური კომპიუტერები გადასცეს.

დაჯილდოებულმა მოსწავლეებმა 2012 წელს წარჩინებით დაამთავრეს საბაზო საფეხური (მე-7, მე-8 და მე-9 კლასები). წელს, საქართველოს მასშტაბით კომპიუტერებით სულ 1022 წარმატებული მოსწავლე დაჯილდოვდება.

პროექტი პრეზიდენტის ნაციონალური პროგრამის ფარგლებში ყოველწლიურად ხორციელდება და მისი მიზანია საქართველოს სკოლების წარჩინებული მოსწავლეების წახალისება და თანამედროვე ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობის გაზრდა.

2012 წელს, პროგრამის ბენეფიციარებად განისაზღვრნენ საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც 2011/2012 სასწავლო წელს საბაზო საფეხური დაასრულეს და მათი საფეხურის ნიშანია 10 ქულა.

 

კომენტარები