აღმოსავლეთ გერმანია

კარლ მარქსის გამოსახულება საკრედიტო ბარათზე

აღმოსავლეთ გერმანიაში, ბერლინის კედელის დაცემიდან 2 ათეული წლის შემდეგ, კარლ მარქსის სურათები კვლავ გამოჩნდა. ამჟამად, გერმანელთა ჯიბეებში - მარქსი საკრედიტო ბარათებზეა გამოსახული.

კემნიცში მდებარე Sparkasse Bank-ის წარმომადგენელმა სააგენტო როიტერს განუცხადა, რომ გამოსახულებად   მე-19 საუკუნის გერმანელი ფილოსოფოსის ბრინჯაოს ფიგურა ბანკის კლიენტების მესამედზე მეტმა აირჩია.

ბერლინის კედლის დაცემამდე, კემნიცის მოსახლეობა, დანარჩენი აღმოსავლეთ გერმანიის მსგავსად, მარქსის სახეს 100 მარკიან კუპიურებზე ხედავდნენ. მეორე მსოფლიო ომში დანგრეულ და შემდეგ აღდგენილ კემნიცში, ქალაქის ცენტრში, დღესაც დგას მარქსის შვიდი მეტრის სიმაღლის ბიუსტი.

კომუნიზმის დასრულების შემდეგ,  ქალაქს ეკონომიკურადაც გაუჭირდა, მოსახლეობაც 20%-ით შემცირდა. 2008 წლის კვლევამ  გარკვეული ნოსტალგიაც დაადასტურა წარსულისადმი, როდესაც თავისუფლება არ იყო, მაგრამ მეტი სოციალური გარანტია არსებობდა: აღმოსავლეთ გერმანელების 52%-ს სჯერა, რომ თავისუფალი ეკონომიკა არ მუშაობს. 43%-მა კი განაცხადა, რომ სოციალიზმის დაბრუნება სურთ.

 

კომენტარები