როჯერ გაროდი

საფრანგეთში ფილოსოფოსი როჯერ გაროდი გარდაიცვალა

საფრანგეთში 98 წლის ასაკში ფილოსოფოსი, მწერალი და პოლიტიკური მოღვაწე როჯერ გაროდი გარდაიცვალა.

ფილოსოფიის ფრანგი დოქტორი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საზოგადოებამ მარქსიზმის მიმდევრად გაიცნო. გარკვეული პერიოდის განმავლობაში იგი საფრანგეთის კომუნისტური პარტიის აქტიური მოღვაწე იყო. პარტიიდან გაროდი 1970 წელს გარიცხეს მას შემდეგ, რაც მან საბჭოთა კავშირის მიერ 1968 წელს ჩეხოსლოვაკიაში შეჭრის ფაქტი გააკრიტიკა.

პროტესტანტების ოჯახში დაბადებულმა ფილოსოფოსმა 1982 წელს ისლამი მიიღო და სახელი რეჯ ჯარუდად გადაიკეთა.

მე-20 საუკუნის მიწურულს როჯერ გაროდის პარიზის სასამართლომ 120 ათასი ფრანკის ოდენობის ჯარიმა დააკისრა. სასამართლომ მიიჩნია, რომ ფრანგმა ფილოსოფოსმა თავის ნაშრომში ”ისრაელის პოლიტიკის ძირითადი მითები” ნაცისტების მიერ მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ჩადენილი დანაშაული უარყო. აღნიშნული პუბლიკაციის გამო გაროდის ებრაელი ხალხის მიმართ უსამართლო ქმედებაში დასდეს ბრალი.

 

კომენტარები