გადაცემიდან ამოჭრილი ხუმრობა აშშ-ს პრეზიდენტზე

TV Land-ის მაყურებლები პრესტიჟული ჯილდოს- Legend Award 2009-ის მფლობელის, 86 წლის კომიკოსის დონ რიკლსის ხუმრობას აშშ-ს პრეზიდენტ ბარაკ ობამას შესახებ ეთერში ვერ ნახავენ. ქსელის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა ეს ეპიზოდი გადაცემიდან ამოჭრას, თუმცა რა მიზეზით, ამას არ აკონკრეტებს.

რიკლსი თავისი „მწარე“ ხუმრობებით არის ცნობილი. მან პრეზიდენტი ობამა დამლაგებელს შეადარა. „პრეზიდენტი ჩემი პირადი მეგობარია“, - თქვა რიკლსმა გადაცემის მსვლელობისას: „გუშინ ჩემთან იყო სახლში, თუმცა ცოცხი გაუტყდა“.

TV Land-ი ამერიკის კინოს ინსტიტუტის ღონისძიებას იღებდა: ინსტიტუტმა მსახიობ შირლი მაკლეინს კინოსა და თეატრში შეტანილი ღვაწლი დაუფასა. იგივე გადაცემაში რიკლსმა ჯეკ ნიკოლსონზე, უორენ ბიტიზე და შირლი მაკლეინზეც იხუმრა. 90-წუთიან გადაცემაში ყველა ეს ხუმრობა მოხვდება. მონტაჟი მხოლოდ პრეზიდენტზე გამოთქმულს შეეხება. თუმცა ხუმრობამ მედიაში მაინც გაჟონა და ყველაზე პოპულარულიც გახდა.

 

კომენტარები