მხატვრობა

მამია მალაზონიას პერსონალური გამოფენა

თიბისი  ბანკი და არტ გალერეა 19 ივნისს 18-20 საათზე მამია მალაზონიას პერსონალურ გამოფენაზე გეპატიჟებათ.

მხატვარი მამია მალაზონია წლების განმავლობაში მუშაობდა მთავარ მხატვრად - მარჯანიშვილის, რუსთაველის, ოპერისა და ბალეტის აკადემიურ თეატრებში. იყო დამდგმელი მხატვარი ანიმაციებისა: „უჩვეულო ნადირობა“,  „მამლაყინწა“, „კაცუნები“...

მან არაერთი საინტერესო ილუსტრაცია შექმნა წიგნებისთვის; სულხან-საბა ორბელიანის  „სიბრძნე - სიცრუისა“, მიხეილ ბულგაკოვის „ოსტატის და მარგარიტა“, ვაჟა-ფშაველას „სტუმარ-მასპინძელი“, „რუსუდანიანი“, „ფსალმუნნი მეფის დავითისა“, „ბრეხტის პიესები“ და სხვა.

გამოფენა თიბისი ბანკის სათავო ოფისში, მარჯანიშვილის 7-ში გაიმართება. მამია მალაზონიას ნამუშევრების დათვალიერება 19 აგვისტომდე იქნება შესაძლებელი.

კომენტარები