პენიტენციარული სისტემა

36 მსჯავრდებული პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლდება

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისიის გადაწყვეტილებით, 36 მსჯავრდებული პირობით ვადამდე გათავისუფლდება.

კომისიის გადაწყვეტილებით, პირობით ვადამდე გათავისუფლდებიან ის მსჯავრდებულები, რომელთა განცხადებები, საბჭოების ზეპირი მოსმენის შემდეგ არ დაკმაყოფილდა.

დადებითად იმ პატიმრების საქმე გადაწყდა, რომლებიც მსუბუქი დანაშაულებისთვის იყვნენ გასამართლებულები და სანიმუშო ქცევით გამოირჩეოდნენ.

სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისია პერიოდულად, არანაკლებ სამ თვეში ერთხელ იკრიბება, მსჯავრდებულთა განცხადებებს კი პირობით ვადამდე გათავისუფლების საბჭოები ყოველი თვის ბოლოს განიხილავენ.

 

კომენტარები