მკვლელობა

ბერლინში სასტიკ მკვლელობაში ეჭვმიტანილი პორნომსახიობი დააკავეს

ბერლინში კანადის მოქალაქე ლუკა როკო მაგნოტა დააკავეს, რომელიც მონრეალში ჩინელი სტუდენტის სასტიკ მკვლობაშია ეჭვმიტანილი.

BBC  - ის ინფორმაციით, პოლიციამ 29 წლის პორნომსახიობი ქალაქის ერთ-ერთ ინტერნეტ-კაფეში დააკავა. გამოცემის ცნობით, ეჭვმიტანილი დღეს სასამართლოს წინაშე წარსდგება, რამდენიმე დღეში კი კანადაში მისი ექსტრადირება მოხდება.

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც ცოტა ხნის წინ ოტავაში მდებარე კონსერვატიული პარტიის შტაბ-ბინაში შეფუთული გზავნილი მიიღეს, რომელშიც ადამიანის მოკვეთილი ტერფი აღმოაჩინეს. მოგვიანებით ქალაქის ერთ-ერთ საფოსტო ტერმინალში პოლიციამ ადამიანის სხეულის ნაწილის შემცველი კიდევ ერთი პაკეტი იპოვნა. სამართალდამცავების ცნობით, პაკეტში მოკვეთილი ხელი იდო.

გამოძიების მასალების მიხედვით, აღნიშნული სხეულის ნაწილები ჩინელ სტუდენტს ეკუთვნის, რომელსაც მაგნოტასთან ახლო ურთერთობა ჰქონდა. 

 

კომენტარები