საქართველო-აშშ

თბილისში სენატორი რიჩარდ დურბინი ჩამოდის

დღეს თბილისს ამერიკის შეერთებული შტატების სენატის დელეგაცია ეწვევა, რომელსაც სენატორი რიჩარდ დურბინი უხელმძღვანელებს.

ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი რიჩარდ დურბინი საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება. შეხვედრებზე განხილული იქნება აშშ-საქართველოს ურთიერთობები და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები.

ილინოისის შტატის სენატორის შეხვედრები იგეგმება ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთანაც. 

 

კომენტარები