ელექტროსადგური

საქართველოში ქარის ელექტროსადგური აშენდება

ჩეხური კომპანია Wind Energy Invest საქართველოს სამხრეთ ნაწილში ქარის ელექტროსადგურს ააშენებს. Ekhokavkaza - ს ინფორმაციით, ელექტროსადგურის მინიმალური სიმძლავრე 50 მეგავატი იქნება.

გამოცემის ცნობით, მშენებლობა, რომლის ინვესტიციაც 100,8 მილიონ დოლარს შეადგენს, 2013 წლის 1 მაისს დაიწყება.

ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ინფორმაციით, სადგური, რომელიც წლიურად 170 მილიონ კილოვატ საათ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს, 2014 წლის ნოემბრისთვის დასრულდება.

ამჟამად საქართველოში ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობასთან დაკავშირებით 40 სხვადასხვა პროექტი ხორციელდება, რომელთა საერთო მინიმალური სიმძლავრე 1 872 მეგავატია. გავრცელებული ცნობით, აღნიშნული პროექტების რეალიზებისათვის ინვესტიცია სამ მილიარდ დოლარს შეადგენს.

 

კომენტარები