თსუ თვითმმართველობა არჩევნები 2012

თსუ-ს თვითმმართველობის არჩევნების შედეგები

თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობის არჩევენებში გამარჯვებული "ერთიანი სტუდენტური მოძრაობა" დარჩა. სტუდენტურმა ორგანიზაციამ 120-იდან 116 ადგილი მოიპოვა. დანარჩენი 4 ადგილი დამოუკიდებელმა კანდიდატებმა, ე.წ. "ნარინჯისფერებმა" მიიღეს. არჩევნები გუშინ მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. არჩევნებში სამი სტუდენტური ორგანიზაცია "ერთიანი სტუდენტური მოძრაობა", "სტუდენტები სტუდენტებისთვის", "თავისუფალ სტუდენტთა ალიანსი" და დამოუკიდებელი კანდიდატები იღებდნენ მონაწილეობას. სულ არჩევნებზე 154 კანდიდატი იყო დარეგისტრირებული.

არჩევნებს ადმინისტრირება ცეესკომ გაუწია და მას საერთაშორისო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საზოგადოება" (ISFED) აკვირდებოდა. საარჩევნო კომისიის ცნობით, სტუდენტთა აქტივობა არჩევნებზე დაბალი იყო. ამომრჩეველ სტუდენტთა რაოდენობა თსუ-ში 25,380-ია, გუშინდელ არჩევნებში კი მონაწილეობა 7,307-მა სტუდენტმა მიიღო.

არჩევნების პროცესში არ აღნიშნულა მნიშვნელოვანი დარღვევები, თუმცა სტუდენტთა გარკვეული ნაწილი წინასაარჩევნო კამპანიის არასამართლიანობას უჩიოდა. მათი თქმით, დამოუკიდებელ კანდიდატებს პრობლემა ექმნებოდათ დარეგისტრირებისას. 

კომენტარები