განათლების სისტემა

მიხეილ ალექსიძისა და სკოლის დირექტორის სასამართლო დავა შეწყდა

53-ე სკოლიდან გარიცხული მოსწავლის, მიხეილ ალექსიძისა და სკოლის დირექტორის ტარას შავშიშვილის სასამართლო დავა ოფიციალურად შეწყდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გამართულ პროცესზე ალექსიძემ დავის შეწყვეტის შესახებ განცხადება გააკეთა. მიუხედავად ამ გადაწყვეტილების მიღებისა, მოსწავლე არ აღიარებს ბრალს, რომლის საფუძველზეც ის სკოლიდან გარიცხეს.

ალექსიძის თქმით, დავის შეწყვეტის მიზეზი პირადულია. მან აგრეთვე, უარყო დირექტორის შეურაცხყოფის ფაქტი.

ალექსიძის დედის, ლალი ლეკიშვილის განცხადებით, ჯერჯერობით უცნობია, თუ რომელ სკოლაში გააგრძელებს მისი შვილი სწავლას.

53-ე სკოლის ადმინისტრაციამ ალექსიძის სკოლიდან გარიცხვის შესახებ გადაწყვეტილება 2011 წლის ოქტომბერში მიიღო. ამის მიზეზად დირექტორის მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფა დასახელდა.

 

კომენტარები