პრეზიდენტის პრესსპიკერი

პრეზიდენტის პრესსპიკერი პუტინის მილოცვას გამოეხმაურა

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერი მანანა მანჯგალაძე, ვლადიმერ პუტინის მიერ ქართველი ხალხისთვის ფაშიზმზე გამარჯვების 67-ე წლისთავის მილოცვას გამოეხმაურა.

დღევანდელ ტრადიცულ ბრიფინგზე პრესსსპიკერმა რუსეთის პრეზიდენტის ქმედება ცინიზმის მორიგ გამოხატულებად შეაფასა.

მანანა მანჯგალაძე აღნიშნავს, რომ ცინიკურია ერთი ხელით საუბარი საქართველოსთან მეგობრობაზე, ძმობასა და ქართველი ხალხის სიყვარულზე, მეორე ხელით კი ასაფეთქებელი ნივთიერებების გამოგზავნა. ,,სამწუხაროდ ეს არის რუსეთში მოქმედი ხელისუფლების ჭეშმარიტი და ნამდვილი სახე’’-განაცხადა პრესპიკერმა.

რამდენიმე დღის წინ ზუგდიდის საოლქო პროკურატურასთან ასაფეთქებელი ნივთიერების აღმოჩენის შემდეგ, შსს-მ რონალდ ხურცილავა დააკავა. დაკავებულის აღიარებით, ტერაქტი აფხაზეთში ერთ-ერთმა რუსმა სამხედრომ 80 000 რუბლის სანაცვლოდ დაუკვეთა.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ქართველ ხალხს სამამულო ომში გაამრჯვების 67-ე წლისთავი დღეს მიულოცა.

კომენტარები