საქართველო-რუსეთი

ლეიბორისტებმა პუტინს გაპრეზიდენტება მიულოცეს

ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარემ შალვა ნათელაშვილმა ვლადიმერ პუტინს გაპრეზიდენტება ოფიციალურად მიულოცა. ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პარტიის გენერალურმა მდივანმა სოსო შატბერაშვილმა განაცხადა.

შატბერაშვილის თქმით, შალვა ნათელაშვილმა პუტინს მისალოცი წერილი გაუგზავნა და მასში რუსეთის მთავრობასთან მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი გამოხატა "საქართველოს ასაღორძინებლად."

”რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს, თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრეზიდენტო, გილოცავთ ინაუგურაციის დღეს. რუს ხალხს ვულოცავთ ბედნიერებას და აყვავებას. გამოვთქვამთ მზადყოფნას, მჭიდროდ ვითანამშრომლოთ თქვენს მთავრობასთან საქართველოს ასაღორძინებლად და იმ ძმური ურთიერთობების აღსადგენად, რომელიც საუკუნეების განავლობაში იყო ჩვენს ხალხს შორის.” - ასე გაახმოვანა დღევანდელ პრესკონფერენციაზე სოსო შატბერაშვილმა ვლადიმერ პუტინისადმი ლეიობრისტების და მათი თავმჯდომარის მიმართვა.

 

კომენტარები