ზურაბ დელიანიძე

დამოუკიდებელი ექსპერტი: დელიანიძე ნაწამები არ არის

დამოუკიდებელი ექსპერტის ალექსადნრე გეჯაძის განცხადებით, გლდანის საპყრობილეში გარდაცვლილი ზურაბ დელიანიძე ნაწამები არ არის, თუმცა მას ციხის საავადმყოფოში მკურნალობა არასათანადოდ უტარდებოდა.

პატიმრის ცხედარი ალექსანდრე გეჯაძემ გუშინ ღამით, გარდაცვლილის ოჯახის თხოვნით დაათვალიერა.

,,მე არ ვიცი, თუ რა დაავადებით შევიდა ის რეალურად, რა მკურნალობა უტარდებოდა პატიმართა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში, რამდენად სრულფასოვანი და ადეკვატური იყო თვითონ პატიმრის, ავადმყოფის მოვლა. მაგრამ ფაქტი სახეზეა. კერძოდ მას აღენიშნება სხეულის უკანა ზედაპირზე კერძოდ, ორივე იდაყვის არეში, კუდუსუნზე, ბეჭების მიდამოში და ორივე ქუსლის მიდამოში, განსაკუთრებით კი კუდუსუნსა და ქუსლების პროექციაზეუკვე მოშავო, მოყავისფროდ გადაგვარებული საკმაოდ ხანდაზმული თავისი მორფოლოგიური სურათის მიხედვით ნაწოლები. ეს ნაწოლები მაღალი ალბათობით მიმაჩნია, რომ განვითარებულია უმოძრაობის გამო, ანუ მას შეიძლება უტარებდნენ მკურნალობას, მაგრამ როგორც ექსპერტმა შემიძლია ვთქვა, რომ ნაწოლები უფრო ხშირად ვითარდება იმ შემთხვევაში, როდესაც პაციენტის მოვლა მთლიანობაში  არაჯეროვანია. ‘’ - ნათქვამია ალექსანდრე გეჯაძის განცხადებაში.

მსჯავრდებულ ზურაბ დელიანიძის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია გუშინ გავრცელდა. სასჯელაღსრულების სამინისტრომ პატიმრის გარდაცვალების მიზეზად მძიმე ვენერიული დაავადება დაასახელა.

კომენტარები