კიბერომი

Anonymous პუტინის წინააღმდეგ

ჰაკერთა საერთაშორისო დაჯგუფება Anonymous-ის რუსული განყოფილება რუსულ სამთავრობო ვებ-გვერდებს გატეხვით დაემუქრა. ჯგუფმა ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც აცხადებს, კრომ კიბერშეტევა გახდება პროტესტი ვლადიმირ პუტინის ინაუგურაციის წინააღმდეგ. ჰაკერები ასევე მხარდაჭერას გამოხატავენ 6 მაისს მოსკოვში დაგეგმილი ოპოზიციური „მილიონების მარშის“ მიმართ. „ჩვენ მხარს დავუჭერთ ამ პროტესტს ცრუ სამთავრობო საიტების გათიშვით. ხალხის მსახურებმა უნდა იგრძნონ ხალხის სიყვარული, რომელმაც მათ მხარი დაუჭირა რუსეთის ისტორიაში ყველაზე სამართლიან არჩევნებზე. რამდენიმე მარტივი მოქმედება კორუმპირებულ დამპალ სისტემას კანონზომიერ დასასრულთან დაახლოვებს. ის საკუთარ თავს თავად დაანგრევს“, - ნათქვამია Anonymous Russia-ს მიმართვაში.

კომენტარები