რუსეთი–უკრაინა

პუტინი ტიმოშენკოს რუსეთში მკურნალობას სთავაზობს

რუსეთი მზადაა უკრაინის ყოფილი პრემიერ–მინისტრი, ამჟამად პატიმრობაში მყოფი იულია ტიმოშენკო მკურნალობის კურსის ჩასატარებლად მიიღოს. აღნიშნული განცხადება რუსეთის არჩეულმა პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გააკეთა.

„იმ შემთხვევაში, თუ თავად ტიმოშენკოს ექნება სურვილი და უკრაინის მთავრობა, ჩვენი პარტნიორები მას ამის უფლებას მისცემენ, ჩვენი ქვეყანა დიდი სიამოვნებით მიიღებს ყოფილ პრემიერს, ნებისმიერ დროსა და ნებისმიერ სამკურნალო დაწესებულებაში.“ – განაცხადა პუტინმა.

უკარაინული სააგენტოს РИА Новости – ის ცნობით, უკრაინის გენერალური პროკურატურა არ განიხილავს მსჯავრდებულების, მათ შორის ტიმოშენკოს საზღვარგარეთ მკურნალობის საკითხს. თავად ყოფილ პრემიერს პუტინის შემოთავაზებაზე ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.

ტიმოშენკოს ადვოკატის, სერგეი ვლასენკოს განცხადებით, პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრემიერი მე–14 დღეა, რაც პროტესტს შიმშილობის ფორმით გამოხატავს.

 

კომენტარები