აშშ-საქართველო

ჯონ მაკკეინი: საქართველო სამაგალითო ქვეყანაა

რესპუბლიკელი სენატორის ჯონ მაკკეინის განცხადებით, საქართველო წარმატებული რეფორმების თვალსაზრისით მსოფლიოში სამაგალითო ქვეყანაა. ამის შესახებ ჯონ მაკკეინმა ვილნიუსის უნივერსიტეტში გამოსვლისას განაცხადა.

,,საქართველოს დემოკრატიულმა მთავრობამ ამას კორუფციასთან ბრძოლით და საკუთარი ხალხის ნიჭის გათავისუფლებით მიაღწია”, -აღნიშნა მაკკეინმა. ამავე დროს, მისი თქმით, საქართველოსთვის მთავარი გამოწვევა დემოკრატიზაციის ინსტიტუციონალიზაციაა, რაშიც მომავალ არჩევნებს უაღრესად დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

ამერიკელმა სენატორმა ვაშინგტონსა და ევროპას კიდევ ერთხელ მოუწოდა საქართველოს მხარდაჭერისკენ. მისი განცხადებით, აშშ და NATO უნდა დაეხმარიონ საქართველოს მისთვის აუცილებელი თავდაცვითი შეიარაღების შეძენაში.

მაკკეინი გამოსვლისას რუსეთის თემასაც შეეხო. მისი თქმით, ვვლადიმირ პუტინი პრეზიდენტის პოსტზე იმ დროს ბრუნდება, როდესაც ქვეყანაში „თავისუფლების სიომ დაბერა“. „როგორც რუსეთში, ასევე მსოფლიოში ბოლო ოთხ წელიწადში ბევრი რამ შეიცვალა. არაბული გაზაფხულის დასაწყისიდან მწამდა, რომ თავისუფლებისა და სამართლიანობის წყურვილი მხოლოდ არაბული გაზაფხულით არ შემოიფარგლება“, - განაცხადა მაკკეინმა

სენატორმა აშშ-სა და ევროპას უკრაინისა და ბელარუსის ხელისუფლებებზე ზეწოლის გაგრძელებისკენ მოუწოდა, რათა კიევმა და მისმა პოლიტიკური მოწინააღმდეგეების დევნა შეწყვიტონ.

 

კომენტარები