მოხალისეთა მშვიდობის კორპუსი

საქართველოში მოხალისეთა მშვიდობის კორპუსის ახალი ჯგუფი ჩამოდის

დღეს საქართველოში მოხალისეთა მშვიდობის კორპუსის მეთორმეტე ჯგუფი ჩამოდის. ჯგუფს თბილისის აეროპორტში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილე ბრიჯიტ ბრინკი დახვდება.

მოხალისეთა ჯგუფის წევრები წინასამსახურეობრივ  მზადებას გაივლიან  ქართულ ენასა და კულტურაში, ასევე ტექნიკურ, ჯანდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში. მოხალისეები ორი წლის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში არსებულ სკოლებში, აგრეთვე არასამთავრობო და სოციალური განვითარების მხარდამჭერ ორგანიზაციებში იმუშავებენ.

მშვიდობის კორპუსი 1961 წელს პრეზიდენტ ჯონ კენედის მიერ დაარსდა. საქართველოში მთავრობის მოწვევით მომუშავე მშვიდობის კორპუსი,  საქართველო-ამერიკის მეგობრობის გაღრმავებასა და კვალიფიციური ადამიანური რესურსებით ქვეყანაში სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას ემსახურება.

კომენტარები