აშშ საპრეზიდენტო არჩევნები 2012

აშშ-ს მოსახლეობის გამოკითხვებში პრეზიდენტობის კანდიდატი მით რომნი დაწინაურდა

გრძელდება ამერიკის შეერთებული შტატების მოსახლეობის გამოკითხვა პრეზიდენტობის კანდიდატებთან დაკავშირებით. ბოლო მონაცემებით, რომლებიც გამოცემა Gallup-ის მიერ გავრცელდა, პრეზიდენტობის კანდიდატ მით რომნის რეიტინგი უკვე 47%-ია და ერთი პროცენტით უსწრებს ბარაკ ობამას რეიტინგს.

გასულ კვირას გამოკითხვის შედეგების მიხედვით, აშშ-ს მოქმედი პრეზიდენტი 7 %-ით უსწრებდა მიტ რომნის. გამოკითხულთა 50% ბარაკ ობამას სასარგებლოდ აპირებდა არჩევანის გაკეთებას, ხოლო მით რომნის გამოკითხულთა 43% ასახელებდა.

11 აპრილის შემდეგ მთლიანობაში  8,000-ზე მეტი ადამიანია გამოკითხული. მონიტორინგის შედეგები ამ დროისთვის კანდიდატების შანსებს ერთმანეთთან ათანაბრებს.

კომენტარები