გადასახადები

ფიქსირებული გადასახადის განაკვეთები ეტაპობრივად დგინდება

ფიქსირებული გადასახადი ნელ-ნელა ძალაში შედის. სოლარიუმების, თონეებისა და სალონებისთვის გადასახადის განაკვეთები უკვე განსაზღვრულია: არჩევანის შემთხვევაში, სოლარიუმები ერთ კაბინაზე თვეში 70 ლარით, თონეები - თითო თონეზე 50 ლარით, ხოლო სილამაზის სალონები - ერთ სკამზე 50 ლარით, მანიკურისა და პედიკურის ერთ მაგიდაზე კი 30 ლარით დაიბეგრებიან.

ფიქსირებულ გადასახადზე გადასვლა მეწარმეს ნებაყოფლობით შეუძლია. ეს გადასახადი დღგ-ს ალტერნატივაა. ფიქსირებული დაბეგვრის შემთხვევაში, მეწარმეებს დღგ-ს გადამხდელად აღრიცხვისთვის 100 000-ლარიანი ზღვარი მოეხსნებათ: იმ შემთხვევაშიც კი, თუ მეწარმის შემოსავალი ამ ზღვარს გადააჭარბებს, შეძლებს დღგ არ გადაიხადოს და ისევ ფიქსირებული გადასახადის გადახდა გააგრძელოს. 

კომენტარები