მხატვრობა

აივაზოვსკის ტილო სოთბის აუქციონზე რეკორდულ ფასად გაიყიდა

ივან აივაზოვსკის ტილო „კონსტანტინოპოლისა და ბოსფორის ყურეს ხედი“ ლონდონში გამართულ სოთბის აუქციონზე რეკორდულ თანხად – 5,2 მილიონ დოლარად გაიყიდა.

ტილოს მფლობელი უცნობი პიროვნება გახდა, რომელიც აუქციონში მონაწილეობას ტელეფონის საშუალებით იღებდა. ნახატის საბოლოო ღირებულება თითქმის სამჯერ აღემატება მის საწყისს ფასს - 1,2–1,8 მილიონ ფუნტ სტერლინგს.

„კონსტანტინოპოლისა და ბოსფორის ყურეს ხედი“ აივაზოვსკიმ 1856 წელს შექმნა, აღმოსავლური ომის დამთავრებიდან ცოტა ხნის შემდეგ. თუმცა მხატვარს ტილოზე კონფლიქტის თემა არ გადაუტანია, დამთვალიერებლის თვალწინ ქალაქის წყნარი ხედი იშლება.

„აივაზოვსკის ნაწარმოები პორტის სილამაზესა და დინამიურობას გადმოსცემს.“ –მითითებულია სოთბის აუქციონის კატალოგში. სურათის მარჯვენა მხარეს ნუსრეტიეს მეჩეთია გამოსახული, რომელშიც ბაროკოსა და ისლამური არქიტექტურის სტილია გაერთიანებული.

აიაზოვსკის კონსტანტინოპოლის თემაზე არაერთი ნაწარმოები შეუქმნია. მას ტილოზე აგრეთვე, გადატანილი აქვს აია–სოფიას ტაძრის ხედი.

 

კომენტარები