განათლების სისტემა

პირველკლასელებს სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან კერძო სკოლებში სწავლის საფასურს სახელმწიფო დაუფარავს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ჯანმრთელობის, შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთად, ახალ პროექტს იწყებს. პირველკლასელები სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან საუკეთესო კერძო სკოლებში უფასოდ დაიწყებენ სწავლას. პროექტი იმ მოზარდებს შეეხებათ, რომელთა ოჯახებისთვის მინიჭებული ქულა 57 000 ქვემოთაა ან რომელთა ოჯახებიც განსაკუთრებულ თანადგომას საჭიროებენ.

ახალი პროექტი, ძირითადად იმ კერძო სკოლებში განხორციელდება, რომელთაც საჯარო სკოლები შეიძინეს და მათი რეაბილიტაცია მოახდინეს.

 

კომენტარები