განათლების სისტემა

სკოლებში საატესტატო გამოცდები 21 მაისს დაიწყება

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცნობით, საატესტატო გამოცდები 21 მაისს დაიწყება. გამოცდები გასული წლის მსგავსად, ,,CAT”-ის ტიპის საგამოცდო მოდელით რვა საგანში ჩატარდება. წელს იგივე რჩება კომპეტენციის ზღვარი 5.5. თითოეულ საგანში გამოცდა საქართველოს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთსა და იმავე დღეს გაიმართება.

სკოლებში მთელი წლის განმავლობაში საგამოცდო საგნებში აბიტურის საათები ტარდებოდა, რომელზედაც მეთორმეტეკლასელები განვლილ მასალას იმეორებდნენ და საატესტატო გამოცდებისთვის ემზადებოდნენ.

2012 წლის 6-დან 13 აპრილის ჩათვლით, ფართომასშტაბიანი საცდელი ტესტირება საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 170-მდე სკოლაში ჩატარდა, მასში 8 ათასამდე მოსწავლე მონაწილეობდა. პრეტესტებისას მეთორმეტეკლასელები გამოსაშვები გამოცდების დავალებებზე მუშაობდნენ და ამით იმ გარემოს ეცნობოდნენ, რომელიც მათ საატესტატო გამოცდებზე ექნებათ.

 საცდელი ტესტირების შედეგებს ყველა მონაწილე 25 აპრილს სამინისტროს გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე, სპეციალურ საძიებო სისტემაში იხილავს.

 

კომენტარები