მხატვრობა

ტიციანის შედევრი - ’დიანა და კალისტო’

ტიციანის  შედევრი  ’დიანა და კალისტო’  სულ ცოტა ხნის წინ ბრიტანეთის  ნაციონალურმა გალერეამ შოტლანდიის ნაციონალურ გალერეასთნ ერთად   შეიძინა. ამ ტილოს  მეწყვილე ნამუშევარი ’დიანა და აქტეონი’ გალერეების მიერ 2009 წელს იქნა  შეძენილი, ორივე ნამუშევარი ერთი და იგივე დროს  1556-9 წლებში ესპანეთის მეფე  ფილიპე მეორეს დაკვეთით ოვიდიუსის მეტამორფოზების მიხედვით  შექმნილი სერიის ნაწილია.

ტიციანი იმ მომენტს აღწერს  როდესაც ნადირობის ქალღმერთი  დიანა  გამოაშკარავებს რომ მისი  ერთ ერთი ნიმფა კალისტო  ფეხმძიმედაა, მოგვიანებით უმოწყალოდ  განდევნილი კალისტო მისმა მაცდუნებელმა იუპიტერმა  დიდი დათვის  თანავარსკვლავედის  თანაგზავრად- ვარსკვლავ კალისტოდ აქცია.

ტიციანი თითქმის 70 წლის იყო როდესაც ეს განუმეორებელი სილამაზის, ეროტიკული შედევრი შექმნა .დღეს ორივე ნამუშევრი ლონდონში, ბრიტანეთის ნაციონალურ გალერეაშია გამოფენილი, აგვისტოში კი  შედევრები ერთი წლით ედინბურგის გალერეაში გადაინაცვლებენ. ’დიანა და კალისტო,’ ისევე როგორც’ დიანა და აქტეონი’   ჰერცოგ საზერლენდის კოლექციაში ინახებოდა, ბრიტანეთის ნაციონალური ლატარეისა და სხვა დონორების  მიერ 50 მილიონი გირვანქა სტერლინგი შეგროვდა რომლითაც შესაძლებელი გახდა ნახატის შეძენა.

 

კომენტარები