განათლების სისტემა

საჯარო სკოლები School Box-ით აღჭირვება

მალე საჯარო სკოლები School Box-ით აღიჭურვება. ეს თანამდეროვე სისტემა სტაბილურ და უსაფრთხო ინტერნეტკავშირს უზრუნველყოფს, ის სკოლებს დამატებითი ელექტრონული სერვისების განხორციელებაში დაეხმარება.

 უწყვეტი ინტერნეტკავშირი, ონლაინ შეფასებები, საკონტროლო სამუშაოები, კონფერენციები, ვიდეო გაკვეთილები - ეს არის ძირითადი მიზანი, რის განხორციელებაშიც მასწავლებლებსა და მოსწავლეებს ახალი აპარატურა ე.წ. School Box-ი დაეხმარება.

 School Box-ის აწყობა კომპიუტერულ ქარხანა ”ალგორითმში” მიმდინარეობს. რამდენიმე კვირაში School Box-ი 1500 სკოლას დაურიგდება.

 

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცნობით, წელს პირველად, საატესტატო გამოცდებიც ახალი სისტემის გამოყენებით ჩატარდება.

 

კომენტარები