როგოზინი: თუ მოლდოვა რუმინეთთან გაერთიანდება, დნესტრისპირეთი რუსეთს შეუერთდება

რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში მოლდოვის სეპარატისტული რეგიონის დნესტრისპირეთის შესვლა კვლავ აქტუალური საკითხია რუს პოლიტიკოსებს შორის.

წლების წინ რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელმა დნესტრისპირეთის საკითხებში დმიტრი როგოზინმა განაცხადა რომ ეს რეგიონი რუსეთის ნაწილი უნდა გახდეს.

"მოლდოვის პოლიტიკოსებმა გადაწყვეტილება უნდა მიიღონ - ისინი მოლდოველები არიან თუ რუმინელები. თუ რუმინელები არიან მაშინ საზღვრები სხვა იქნება და ექვსი წლის წინ გაკეთებული ჩემი განცხადება კვლავ ძალაშია"_ განაცხადა როგოზინმა.

მისივე თქმით, "თუ ისინი, მოლდაველები, მოლდოვური სახელმწიფოს პატრიოტები არიან, მაშინ ისინი შეძლებენ მოქნილობის, სიბრძნისა და შორსმჭვრეტელობის გამოჩენას იმისათვის რათა მომავალში დნესტრისპირეთთან ერთიანი სახელმწიფოს მომავალი ააშენონ".

 

კომენტარები