გენდერული ძალადობა

პაკისტანში ქალებზე ძალადობის ფაქტები მატულობს

პაკისტანში უკვე 150-ზე მეტი ქალი გახდა  თავდასხმის მსხვერპლი, როცა მათ დამწვრობა  ქიმიური  ნივთიერებით მიაყენეს. თავდამსხმელები  უმეტესად მათი მეუღლეები იყვნენ. 

პაკისტანელ შამასაც, რომელიც 4 შვილის დედაა,  ქმარმა ქიმიური მჟავათი დაზიანება მიაყენა. ქალმა სხეულის 15 პროცენტიანი დამწვრობა მიიღო. 

BBC-ს ცნობით, მას შემდეგ რაც ამ პაკისტანელ ქალს  მჟავა შეასხა, მამაკაცი გაიქცა და თან გაიყოლა მეუღლის მობილური ტელეფონი, რათა დაზიანებულს საშველად ვერავისთვის დაერეკა.  დაზარალებული  ამჟამად საავადმყოფოშია მოთავსებული. ექიმები კი აცხადებენ, რომ ძალადობის მსხვერპლ ქალებს მათი დახმარება ხშირად ესაჭიროებათ.

”მე და ჩემს მეუღლეს ხშირად გვქონდა დავა. შემთხვევის დღეს, ძილის წინ მან მითხრა, რომ ჩემი სილამაზით ზედმეტად ვამაყობდი. გვიან ღამით კი მჟავა შემასხა და გაიქცა.’’- ამბობს შამა. ქალმა არ იცის შეძლებს თუ არა ცხოვრების გაგრძელებას, ამბობს, რომ იცის ანალოგიურ სიტუაციაში ჩავარდნილი ქალების თვითმკვლელობის მაგალითები და შესაძლოა თვითონაც ამ გზას მიმართოს.

პაკისტანელმა  ყოფილმა პარლამენტარმა  მარვი მემონმა  ხელისუფლება ქალებზე ძალადობის  ფაქტებზე არასათანადო რეაგირებაში  დაადანაშაულა. ,,მაშინაც კი, როდესაც დამნაშავეს იჭერენ, მას შეუძლია გადაიხადოს ფული და სანაცვლოდ მიიღოს თავისუფლება.’’ -აღნიშნა მან.

 

კომენტარები