ნატო-რუსეთი

ნატო განაგრძობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას

ნატომ რუსეთს შესთავაზა მიიღოს მონაწილეობა ავღანეთის საკითხზე გაფართოებულ შეხვედრაში, რომელიც მაისში, ჩიკაგოში გაიმართება.

”ნატომ მიიწვია რუსეთი ამ  გაფართოებულ  შეხვედრაზე, რამდენადაც რუსეთი დაინტერესებულია რეგიონალური უსაფრთხოებით,” - აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსმენმა დღეს ბრიუსელში, ნატო-რუსეთის საბჭოს ფარგლებში გამართული შეხვედრის შემდეგ.

ქართული საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, გენერალურმა მდივანმა დღესვე, ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს საკითხი რჩება რუსეთსა და ნატოს შორის უთანხმოების საბაბად და, რომ  ნატო განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის  მხარდაჭერას  საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ  აღიარებულ საზღვრებში. გავრცელებული ცნობებით, რასმუსმენმა აღნიშნა, რომ ასევე უთანხმების საგანია ალიანსის გეგმა - ევროპაში ანტისარაკეტო ფარის შექმნის თაობაზე.

 

კომენტარები