საკუთრება

არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიში -საკუთრების დაუცველი უფლება

არასამთავრობო ორგანიზაციებმა: „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”, „საქართველოს რეგიონალური მედიის ასოციაცია“ და ასოციაცია „მწვანე ალტერნატივა,“ პროექტის ფარგლებში -საკუთრების უფლების დაცვის ხელშეწყობა ახალ ტურისტულ ზონებში,  გამოაქვყენეს მესამე ანგარიში -”საკუთრების დაუცველი უფლება საქართველოში“.

ანგარიში საკუთრების სხვადასხვა ფორმით ხელყოფის საკითხებს ეხება და რამდენიმე რეგიონს მოიცავს.  

”საქართველოს ტერიტორიაზე და განსაკუთრებით კი ტურისტულ ზონებში ხშირია მოქალაქეთა მიერ სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ მიწებისა და უძრავი ქონების გადაცემის ფაქტები. ხშირ შემთხვევაში მიწებისა და უძრავი ქონების უსასყიდლოდ გადაცემა მასობრივ ხასიათს იძენს, როდესაც ერთსა და იმავე ტერიტორიაზე ერთდროულად რამდენიმე ათეული მოქალაქე ქონებას საკუთარი სურვილით სახელმწიფოს სასარგებლოდ ტოვებს ან ჩუქნის მას,”- აღნიშნავენ ანგარიშის ავტორები. მათი მტკიცებით, ხშირია შემთხვევები, განსაკუთრებით კი ტურისტულ ზონებში, როდესაც ქაღალდის ვერსიით მოქალაქისთვის ოფიციალურად უკვე დარეგისტრირებულ ქონებას, ელექტრონული ვერსიით სხვა პირი იფორმებსსაკუთრებაში. ახალი მფლობელი კი უმრავლეს შემთხვევაში სახელმწიფოა.

პროექტი „საკუთრების უფლების დაცვის ხელშეწყობა ახალ ტურისტულ ზონებში“ ფონდ ”ღია საზოგადოება საქართველოს” მხარადჭერით ხორციელდება, მისი მიზანია ხელი შეუწყოს საკუთრების უფლების დაცვას ახალ ტურისტულ რეგიონებში.

 

კომენტარები