აშშ-ბრიტანეთი

ბრიტანეთი ტერორიზმში ეჭვმიტანილებს აშშ-ს გადასცემს

ადამიანის უფლებთა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით ბრიტანეთს აშშ -ის მიერ ტერორიზმში ეჭვმიტანილი ხუთი პირის დეპორტაციის უფლება მიენიჭა. დეპორტაციამდე სავალდებულოა ყველა იურიდიული პროცედურის დასრულება, ადვოკატების მიერ გასაჩივრების უფლების გამოყენება, რასაც რამდენიმე კვირა ან თვე დასჭირდება.

ყურადღების ცენტრშია ბრიტანეთის უშიშროების სამსახურების მიერ რადიკალიზმის მქადაგებლად მიჩნეული აბუ ჰამზა ალ - მასრი. 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტებამდე ჰამზა საკუთარ თავს ბრიტანეთში ალ ყაიდას მთავარ წარმომადგენელს უწოდებდა.

The Associated Press – ის ცნობით, აბუ ჰამზა ალ - მასრისა და დანარჩენ ეჭვმიტანილებს ამერიკაში დეპორტაციის შემთხვევაში სამუდამო პატიმრობა პატიმრობა ემუქრებათ, შეწყალების უფლების გარეშე.

 

კომენტარები