თარიღი

დღეს ჯანმრთელობის მსოფლიო დღე აღინიშნება

ამ თარიღს 1948 წლიდან აღნიშნავენ. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ყოველ წელს ირჩევს ჯანმრთელობის ძირითად გლობალურ საკითხს და ორგანიზებას უწევს ღონისძიებებს საერთაშორისო, რეგიონულ და ადგილობრივ დონეზე, რათა შერჩეული თემა საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცეს.

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ინფორმაციით, 2012 წლის ჯანმრთელობის მსოფლიო დღის თემაა „დაბერება და ჯანმრთელობა“. ხოლო სლოგანი – „კარგი ჯანმრთელობა ხანგრძლივი სიცოცხლის საწინდარია“. შესაბამასთისად, ღონისძიებები შეეხება საკითხს, თუ როგორ შეიძლება სიცოცხლის გახანგრძლივება კარგი ჯანმრთელობის ხარჯზე და როგორ დაეხმარება ხანდაზმული ასაკის ადამოანებს ჯანმრთელობა, რათა სრულფასოვნად და პროდუქტიულად იცხოვრონ.

 

 

კომენტარები