იარაღით ვაჭრობა

აშშ-ში რუსეთის მოქალაქეს 25 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

ნიუ-იორკში ფედერალურმა სასამართლომ 25 წლით პატიმრობა მიუსაჯა ყოფილ საბჭოლთა ოფიცერს ვიქტორ ბუტს. რუსი „საქმოსანი“ 2008 წელს ტაილანდში აშშ-ის მოთხოვნით დააპატიმრეს, რადგან ეჭვმიტანილი იყო იარაღით უკანონო ვაჭრობაში. 2010 წელს ბუტი აშშ-ში გადაიყვანეს, მას იქ ბრალი რამდენიმე მუხლით წაუყენეს,მათ შორის ამერიკის მოქალაქის მკვლელობის შეთქმულებაში მონაწილეობასა და ტერორიზმის მხარდაჭერაში, რადიკალური დაჯგუფებისთვის იაღარის მიწოდების თაობაზე მოლაპარაკებების წარმოებისთვის.

აშშ-ში გასამართლებული რუსეთის მოქალაქე, რომელსაც მედიაში „სიკვილით მოვაჭრე“ უწოდეს, თავს დამნაშავედ არ

სცნობს :”მე დამნაშავე არ ვარ. მე არავის მოკვლა არ განმიზრახავს. მე არავისთვის არ მდომებია იარაღის მიყიდვა. ღმერთმა იცის რომ ეს ყველაფერი სიმართლეა.”-აღნიშნა მან სასამართლოს გადაწყვეტილების გაცნობის შემდეგ .

ჯერ კიდევ, გასული საუკუნის 90-იანი წლების შუა პერიოდში გაჩნდა მედიაში პირველი ცნობები, რომ ვიქტორ ბუტის ბიზნესი მოიცავდა იარღით უკანონო ვაჭრობას ისეთ ქვეყნებთან, რომლებისთვისაც იარაღის მოწოდებაზე საერთაშორსო ემბარგო ვრცელდებოდა.

 

 

კომენტარები