ZARA

თბილისში ZARA-ს ოფიციალური მაღაზია იხსნება

აპრილს თბილისში ZARA-ს პირველი ოფიციალური მაღაზია გაიხსნება. ამის შესახებ დღეს ,,შერატონ მეტეხი პალასში’’ ZARA-ს და Inditex-ის საუდის არაბეთის, შუა აზიისა და კავკასიის რეგიონის გენერალურმა დირექტორმა, იასინ სიბარიმ ისაუბრა.

მაღაზია თბილისი მოლში განთავსდება და მასში 70 ადამიანი დასაქმედება. ყოველკვირეულად განახლებადი ქალის, მამაკაცისა და საბავშვო კოლექციების ფასი ევროპის ქვეყნებში არსებული ფასების იდენტური იქნება. იასინ სიბარიმ აღნიშნა, რომ საქართველოში ZARA-ს ბრენდის შემოტანა მაღალი მოთხოვნის შედეგად გადაწყდა.

მომდევნო 2-3 წლის განმავლობაში იგეგმება ბრენდის კიდევ ერთი მაღაზიის გახსნა თბილისში, რუსთაველის გამზირზე და ბათუმში. ZARA-ს შემოსვლას ქართულ ბაზარზე კომპანია Inditex-ის ოფიციალური წარმომადგენელი, AlHokair ჯგუფი ახორციელებს.

 

კომენტარები