და 28 მარტს, ქართული კინოსექტორის წარმომადგენლებისთვის გაიმართება უორქშოფი ფილმების ციფრული დისტრიბუციის მნიშვნელობის შესახებ.
სემინარი 27 მარტს, 14:30 საათიდან, ეროვნულ კინოცენტრში დაიწყება. ინდუსტრიულ შეხვედრებს ტალინის ბნელი ღამეების ფესტივალის რეგიონალური კინობაზრობის მენეჯერი და ონლაინ შავი ბაზრობის კოორდინატორი - ჰეილი ჯო გამართავს.
ქართველ პროდიუსერებს და რეჟისორებს, ჰეილი ჯო გააცნობს რა მნიშვნელობა აქვს ციფრულ კინოქსელში ჩართულობას და რა სისტემით ხდება ონლაინ რეჟიმში კინოპროცესების მართვა.
28 მარტს გაიმართება შეხვედრა თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სტუდენტებთან, სადაც ჰეილი ჯო ჩაატარებს პრეზენტაციას „ონლაინ შავი ბაზრობის“ (BMO) შესახებ.
ონლაინ შავი ბაზარი – BMO ტალინის ბნელი ღამეების კინოფესტივალთან არსებული ბაზრობაა. ის არის ონლაინ ბიზნეს გარემო და შინაარსის მართვის ეკოსისტემა კინოინდუსტრიაში. იგი მოიცავს ჩრდილო–აღმოსავლეთ ევროპის, სკანდინავიის და დსთ-ს ტერიტორიებს.
ონლიან შავი ბაზარი ფუნქციონირებს მთელი წლის განმავლობაში (24/7). ეს არის ონლაინ კარი, რომელიც ღიაა რეგიონის ფილმების, პროექტების, სცენარების და კონტაქტების სამყაროში.
BMO ემყარება „ვირტუალური ბაზრის სტენდებს“, რომლებსაც ქმნიან ეროვნული კინო ორგანიზაციები, ავტორები და დისტრიბუტორები, ასევე პროდიუსერები, რომლებიც მიზნად ისახავენ პროდუქციის უსაფრთხო მენეჯმენტსა და მარკეტინგს, ასევე პროდუქციის უსაფრთხო გაგზავნას ფესტივალებზე, რეგიონალურ კინობაზრობებზე და პიტჩინგის ღონისძიებებზე. ფილმის პროექტების მართვა მოიცავს ყველაფერს, იდეიდან დასრულებულ პროდუქციამდე, ასევე რეგიონის ფარგლებში ახალი ტალანტების აღმოჩენას.
ტალინის PÖFF ინდუსტრიული ღონისძიებების დროს BMO წარმოაჩენს სპეციალურად შერჩეულ ახალ ფილმებს (ონლაინ და კინოთეატრში ჩვენებისთვის), უახლოეს მომავალში დაგეგმილ პროექტებს, ასევე წიგნებს, რომელთა ადაპტირება შესაძლებელია ფილმის სახით.





