
კვლევის მიხედვით, 2011 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად 5 ძირითადი რისკი არსებობდა: მთავრობის ჩარევა და ზედმეტი რეგულირება, არასტაბილური პოლიტიკური, ბიზნეს და მაკროეკონომიკური გარემო, რესურსების ნაციონალიზაცია და რეჟიმის ძალადობრივი გზით შეცვლის მაღალი ალბათობა. ყველა ქვეყანა, რომელიც უკიდურესად მაღალი რისკის კატეგორიაში მოხვდა – მათ შორის, ავღანეთი, ერაყი, სუდანი, პაკისტანი – გარკვეული დოზით ამ რისკებს შეიცავს.

ინვესტიციების მოსაზიდად ყველაზე ნაკლები რისკის შემცველი ბევრი ევროპული სახელმწიფო, აშშ და სკანდინავიის ქვეყნებია. მათი კონკურენტული უპირატესობა – სტაბილური დემოკრატიული მმართველობის დიდი გამოცდილებაა. ეს ინვესტორთა ნდობას ზრდის.
Maplecroft-ის მიერ შედგენილი კვლევა, მნიშვნელოვანი სახელმძღვანელო რესურსია იმ კომპანიებისთვის, რომლებიც უცხო ქვეყანაში ინვესტირებას ან საკუთარი ბიზნესის გაფართოებას გეგმავენ.





