კონკურსი

საქართველო Microsoft-ის საერთაშორისო კონკურსში მიიღებს მონაწილეობას

წელს საქართველო პირველად მიიღებს მონაწილეობას Microsoft-ის საინფორმაციო ტექნოლოგიების საერთაშორისო კონკურსში - ,,Imagine cup’’. კონკურსის თემაა სამყარო, სადაც ტექნოლოგია ჩართულია, მსოფლიოს აქტუალური პრობლემების მოგვარების პროცესში. გამარჯვებული გუნდი ავსტრალიაში გაემგზავრება, ფინალურ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.

,,Imagine Cup’’-ში მონაწილეობა შეუძლია 16 წლის ზემოთ ნებისმიერ სტუდენტს ან მოსწავლეს. პირველი ეტაპი ჩატარდება 7 მარტიდან 15 აპრილამდე, ხოლო რეგიონალური ფინალი გაიმართება თბილისში, 28 აპრილს. ავსტრალიაში გამართულ მსოფლიო ფინალში გამარჯვებული გუნდი პრიზის სახით 25 000 დოლარს მიიღებს.

კონკურსი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და USAID-ს ფინანსური მხარდაჭერით იმართება და მას „მაიქროსოფთ საქართველო“ და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს „განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა“ ატარებს. პროექტი საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა დარგების, მათ შორის საინფორმაციო და სატელეკომუნიკაციო დარგის, კონკურენტუნარიანობის ზრდას ემსახურება.

 

კომენტარები