განათლების სისტემა

უცხოელი პროფესორები სამედიცინო უნივერსიტეტში

წლის 5 მარტს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტის ფარგლებში თბილისს უცხოეთის წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლები ესტუმრნენ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ისინი უკვე შეუდგნენ ლექციებს წაკითხვას საბაზისო და კლინიკური მედიცინის სხვადასხვა სფეროში.

ლექციების პარალელურად კლინიცისტი პროფესორები ჩაატარებენ კონსულტაციებს და ოპერაციებს: გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში, გოჩა ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში, ალექსანდრე წულუკიძის სახელობის უროლოგიის ეროვნულ ცენტრში.

პროექტი 2012 წლის ბოლომდე გაგრძელდება. სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ლექციების წასაკითხად, წლის ბოლომდე, საქართველოს სულ 200 უცხოელი პროფესორი ეწვევა. ამ ეტაპზე ჩამოსულებს შორის კი არიან: ნაგი ჰაბიბი – პროფესორი, ლონდონის სამეფო კოლეჯის ქირურგიის დეპარტამენტი (დიდი ბრიტანეთი), ენდრიუ კინგსნორთი – პროფესორი, პენინსულას უნივერსიტეტი (დიდი ბრიტანეთი), პიტერ მაკდონალდი – დოქტორი, ქირურგთა სამეფო საბჭოს პრეზიდენტი (დიდი ბრიტანეთი), კენეტ ვოლკერი – პროფესორი, ემორის უნივერსიტეტი (აშშ), სანჯივ გუფთა – პროფესორი, ალბერტ ეინშტეინის სამედიცინო სკოლა, იეშივას უნივერსიტეტი (აშშ), ოტტო დაპუნტი – პროფესორი, ოლდენბურგის კარდიოქირურგიული კლინიკის ხელმძღვანელი, გიოტინგენის უნივერსიტეტი (გერმანია), ტიმო ულრიხი – დოქტორი, შარიტეს სამედიცინო უნივერსიტეტი, გერმანიის ჯანდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ჯანდაცვის პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი (გერმანია), პიტერ ალკენი – პროფესორი, ჰაიდელბერგის უნივერსიტეტი (გერმანია), ჰერვიგ კოსტრონი – პროფესორი, ინსბრუკის სამედიცინო უნივერსიტეტი (ავსტრია), ფერდინანდო ნიკოლეტი – პროფესორი, კატანიის უნივერსიტეტი (იტალია), ჟოზე გარსია-საგრედო – პროფესორი, მადრიდის უნივერსიტეტი (ესპანეთი), ლენა ლანდე ვეკრე – დოქტორი, ოსლოს უნივერსიტეტი (ნორვეგია), ტრონდ ჰალსტენსენი - პროფესორი, ოსლოს უნივერსიტეტი (ნორვეგია), ბაბილ სტრეი-პედერსენი - პროფესორი, ოსლოს უნივერსიტეტი (ნორვეგია), გაბრიელ გურმანი – პროფესორი, ბენ-გურიონის უნივერსიტეტი (ისრაელი), იცხაკ ბენზიონი – დოქტორი, ბენ-გურიონის უნივერსიტეტი (ისრაელი), იცხაკ ვინოგრადი – პროფესორი, თელ-ავივის უნივერსიტეტი (ისრაელი), მიშა რაბაუ - პროფესორი, თელ–ავივის უნივერსიტეტი (ისრაელი); რან სტეინბერგი - პროფესორი, თელ-ავივის უნივერსიტეტი (ისრაელი); ლიანა ადანი – დოქტორი, თელ-ავივის უნივერსიტეტი (ისრაელი); ჟოუ რენი – პროფესორი, ჟეჯიანგის უნივერსიტეტი (ჩინეთი).

კომენტარები