IKEA

სახლი IKEA-სგან

შვედურმა ავეჯის კომპანიამ, პარტნიორული ხელშეკრულება გააფორმა ორეგონის არქიტექტურულ ფირმასთან - Ideabox, რომლის თანახმად IKEA მომხმარებლებს მინიატურულ „საოცრებათა ქვეყანას“ თავაზობს.

საქარხნო წესით აწყობილ „aktiv“ სახლებს, რომელსაც IKEA, Ideabox-თან ერთად შეთავაზებს საზოგადოებას ერთი სართულისგან შედგება და შვედური კომპანიის ავეჯით იქნება გაწყობილი.

კომპანიის ხელმძღვანელები ვარაუდობენ, რომ „aktiv“ $86 500-ად გაიყიდება.

ერთი შეხედვით „aktiv’-მა შეიძლება „სახლი ბორბლებზე“ გაგახსენოთ, ვინაიდან მას მართკუთხედის ფორმა აქვს და საკმაოდ პატარა ზომისაა.

Ideabox-ის განცხადებით, სახლში არ არის „დაკარგული სივრცე“, რაც ლოგიკურია, ვინაიდან სახლის ზომიდან გამომდინარე, შეუძლებელია სივრცე არ იყოს სრულად ათვისებული.

IKEA-ს „საოცრებათა ქვეყანა“ ოჯახისათვის საჭირო ყველა ნივთით იქნება არჭურვილი, მასში ერთი საძინებელი ოთახი, აბაზანა, სამზარეულო და მისაღები ოთახი განთავსდება.

 

კომენტარები