განათლების სისტემა

გია მურღულია: ვიღებთ თუ არა სკოლაში სხვა სკოლიდან გარიცხულ მოსწავლეს?

 „ვიღებთ თუ არა სკოლაში სხვა სკოლიდან გარიცხულ მოსწავლეს? კაცმა რომ თქვას, რიტორიკული კითხვაა - ასეთი უფლება გარიცხულ მოსწავლეს აქვს საქართველოს კანონით „ზოგადი განათლების შესახებ.“ ამ ზოგად განცხადებას ახლა კონკრეტიკაც მოვაყოლოთ“- წერს თავის ბლოგზე თბილისის 24-ე საჯარო სკოლის დირექტორი გია მურღულია . ის 53-ე სკოლიდან მიხეილ ალექსიძის გარიცხვის ფაქტთან დაკავშირებით მსჯელობას გამოეხმაურა, კერძოდ გავრცელებულ მოსაზრებას, რომ სკოლიდან გარიცხვის შემდეგ მოზარდს შეეზღუდა განათლების უფლება. მოზარდის ამ  უფლების შეზღუდვის შესახებ აღნიშნულია სახალხო დამცველის სარეკომენდაციო განცხადებაში, რომელიც განათლების და მეცნიერების მინისტრს გასული წლის ბოლოს გადაეგზავნა. მოზარდისთვის განათლების უფლების შეზღუდვას აღნიშნავს მისი ადვოკატიც,  აქვე ავღნიშნავთ ,რომ  ალექსიძის  სკოლიდან გარიცხვის ფაქტი გასაჩივრებულია სასამართლოში.

მაგრამ, დავუბუნდეთ გია მურღულიას მოსაზრებას ამავე საკითხზე,  საკუთარ ბლოგზე ის წერს, რომ  ვერ ისაუბრებს სხვა სკოლების ხელმძღვანელების სახელით (რომლებსაც 53-ე სკოლიდან გარიცხული მოზარდის დედამ მიმართა ) და დასძენს:" ის რაც ჩვენთან მოხდა ნათლად ამტკიცებს, რომ კონსტიტუციურ უფლებას ამჯერად ტყუილად აწუხებენ". ამის შემდეგ მურღულია იხსენებს, რომ მიხეილ ალექსიძის დედამ მასაც მიაკითხა და განმარტავს:„მე მას შევხვდი, კარგა ხანს ვესაუბრე და ვუთხარი, რომ მოზარდის სკოლაში მიღების თვალსაზრისით არავითარი პრობლემა არ არსებობს, თუმცა, სამწუხაროდ, ქალბატონი ლალი რატომღაც - სრულიად უსაფუძვლოდ - საპირისპიროს მიმტკიცებდა - 53- სკოლის დირექტორი ყველა სკოლის კარს ჩაუკეტავს ჩემს შვილსო.მშობელს განვუმარტე, რომ ასეთ "გავლენებს" არ ვცნობ არავისგან და მეორე დღესვე (ან  რამდენიმე დღის შემდეგ, თუ მოსწავლეს განვლილი მასალის გამეორება დასჭირდებოდა) შეეძლო მოეყვანა თავისი ვაჟი გასაუბრებაზე. ჩვენ ამის შემდეგ დავშორდით და მას მერე ქალბატონი ლალი აღარ მობრძანებულა. ცხადია, არც მისი ვაჟი მოსულა გასაუბრებაზე…“ - წერს საკუთარ ბლოგზე გია მურღულია და ხაზს უსვამს, რომ ალექსიძის დედისთვის მის მიერ მიცემული პირობა უცვლელია .“ ჩვენი კარი ღიაა ნებისმიერი მოსწავლისთვის, რომელიც კანონით განსაზღვრულ და დადგენილ ელემენტარულ მოთხოვნებს აკმაყოფილებს.“- წერს 24-ე საჯარო სკოლის დირექტორი გია მურღულია.

ის, რომ 24-ე საჯარო  სკოლა მზადაა 53-ს სკოლიდან გარიცხული მოსწავლის მისაღებად, თუკი ის გაივლის ზემოთხსენებულ გასაუბრებას, გია მურღულიამ "ტაბულასაც" დაუდასტურა.  მან თქვა, რომ იგივე მიხეილ ალექსიძის მშობელს გასულ წელს გამართულ შეხვედრაზე შესთავაზა.

 

 

 

 

კომენტარები