”ოსკარის” დაჯილდოების ცერემონია

საშა ბარონ კოენი დაბლოკეს

  საშა ბარონ კოენს ოსკარის ცერემონიაზე დასწრება აუკრძალეს. მას შემდეგ რაც გავრცელდა ჭორი, რომ მსახიობი თავისი მომავალი ფილმის(“დიქტატორი”) მთავარი პერსონაჟის კოსტიუმში აპირებდა წითელ ხალიჩაზე გამოჩენას, აკადემიამ მიიღო გადაწყვეტილება ბორატისა და ბრუნოს პერსონაჟების შემსრულებელი ცერემონიიდან დაებლოკა.

ფილმში “დიქტატორი” საშა ბარონ კოენი ადმირალ გენერალ ალადინს თამაშობს, ცივსისხლიან მმართველს, რომელიც დემოკრატიასთან ბრძოლის წინააღმდეგ, ხალხის დასაცავად, მზადაა თავი გაწიროს. ბრიტანელი კომიკოსის პერსონაჟის ინსპირაციის წყარო სადამ ჰუსეინი და მუამარ კადაფია.

საშა ბარონ კოენს შოუზე “ჰიუგოს” წარმატების შემდეგ ელოდნენ. მარტინ სკორსეზეს ფილმმა, სადაც კოენი თამაშობს, ოსკარზე 11 ნომინაცია მოიპოვა. ასევე კომიკოსი აკადემიაში ხმის მიცემის უფლებით სარგებლობს.

მინიმუმ სამსაათიანი შოუ საშა ბარონ კოენის და მისი მოულოდნელი ხუმრობების გარეშე ჩაივლის. აკადემია მოერიდა მსახიობის უხეშ, პირდაპირ და ხშირად შიშველ, თუმცა ძალიან სასაცილო პერსონაჟებს.

კომიკოსს ბოლო “ინციდენტი” Mtv-ის კინოს დაჯილდოებაზე შეემთხვა როდესაც ის ,თითქმის შიშველი, რეპერ ემინემს უკანალით „დააფრინდა“ თავზე.

 

კომენტარები