Anonymous

Anonymous-მა ცენტრალური დაზვერვის სააგენტოს საიტი გატეხა

ჰაკერების არაფორმალურმა გაერთიანებამ Anonymous ამერიკის ცენტრალური დაზვერვის სააგენტოს საიტი გათიშა. საიტი ამ დრომდე გათიშულია. (02:01)

აქამდე დაჯგუფებამ გამოძიების ფედერალური ბიუროს, ბოსტონის პოლიციის დეპარტამენტის და ამერიკის საავტორო უფლებების ოფისის საიტების გათიშვა მოახერხა. მათ ასევე გამოძიების ფედერალური ბიუროსა და სკოტლანდ იარდის შორის სატელეფონო საუბარი ჩაიწერეს, რომლის დროსაც ამერიკელი და ბრიტანელი გამომძიებლები დაჯგუფების საქმიანობას განიხილავდნენ.

კომენტარები