დიოგენე

აქცია - წიგნები არ იწვის

9–10 თებერვალს გამომცემლობა ,,დიოგენე“ აწყობს აქციას სახელწოდებით ,,წიგნები არ იწვის“.

ამ აქციის მოწყობის იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც გამომცემლობის საწყობში გაჩენილმა ხანძარმა ბევრი წიგნი დაზიანდა. სწორედ , მაშინ გაწეული დახმარებისთვის ,  ,,დიოგენე“ დააჯილდოებს მერიის საგანგებო სიტუაციების სააგენტოს სახანძროს თანამშრომლებს.

აქციის ფარგლებში  გამომცემლობ სადაზღვაო კომპანია ”არდი ჯგუფთან” ერთად სიმბოლურად დააზღვევს ერთ წიგნს. აქციის ფარგლებში მაღაზიაში ,,დიოგენეს“ წიგნები 20%-იანი ფასდაკლებით გაიყიდება. აქციაზე გამოცხადდება წინასწარ გამოცხადებული ექსლიბრისის დიზაინის კონკურსის შედეგები, მყიდველს კი  შესაძლებლობა მიეცემა  სპეციალურ (2–3 ლარად) ფასად შეიძინოს ნახანძრალი წიგნი ექსლიბრისით ,,წიგნები არ იწვის“.

 

კომენტარები