ოკეანეთი

საქართველომ ფიჯის რესპუბლიკას 200 ნეტბუკი გადასცა

ფიჯის რესპუბლიკაში ვიზიტად მყოფმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს  დელეგაციამ , ფიჯის რესპუბლიკას ჩვენს ქვეყანაში წარმოებული 200 ნეტბუკი გადასცა.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცნობით, ფიჯის რესპუბლიკაში,  საქართველოს დელეგაციასთან გამართულ შეხვედრებზე აღინიშნა, რომ ფიჯის მთავრობამ დაიწყო განათლების სისტემის რეფორმირება და საქართველოს დახმარება ამ პროცესს წაადგება, რადგან საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარება განათლების სფეროს ერთ-ერთი პრიორიტეტია.

სამინისტროს ცნობითვე, მასპინძელმა მხარემ ინტერესი გამოხატა როგორც საქართველოს განათლების სფეროსადმი, ისე მთლიანად ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებისადმი.

 

კომენტარები